ფეხბურთი

0:11 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ინგლისელების მორიგი სირცხვილი

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის უქულოდ დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ინგლისელებმა გულშემატკივართა იმედები ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაამართლეს. ამჯერად 20-წლამდელთა ნაკრებმა, ბოლო ტურში ეგვიპტის დამარცხება ვერ მოახერხა და შედეგად, პეტერ ტეილორის შეგირდები ბოლო ადგილზე გავიდნენ.

F ჯგუფის მატჩების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა თავი 4 ქულას მოუყარა. ეს გუნდი უზბეკეთია, რომელიც 1/8-ფინალში გავიდა. ეს ნიშნავდა, რომ მერვედფინალის ბოლო საგზურისთვის განა, ინგლისი და ეგვიპტე იბრძოდნენ. განა შემდეგ ეტაპზე იმ შემთხვევაში გავიდოდა, თუ ინგლისი ვერ მოიგებდა და არც 3 ბურთით წააგებდა; ინგლისს მოგება ჰყოფნიდა; ხოლო ეგვიპტეს მეტოქე 3 ბურთით უნდა დაემარცხებინა.

დრო გადიოდა, ინგლისელები მომენტებს ქმნიდნენ და აფუჭებდნენ. 79-ე წუთზე, მაჰმუდ ტრეზეგემ ლამაზი გოლი გაიტანა და ევროპელები ძალიან რთულ ვითარებაში ჩააგდო - ინგლისს, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, 2 გოლის გატანა სჭირდებოდა. ტეილორის შეგირდებმა არათუ გათანაბრება ვერ მოახერხეს, მე-3 დამატებულ წუთზე, მეორეც გაუშვეს და ტურნირი სამარცხვინოდ დაასრულეს. ვინაიდან ეგვიპტემ მესამე გოლი ვერ გაიტანა, 1/8-ფინალში განა გავიდა.

1/8-ფინალები

2 ივლისი - ესპანეთი-მექსიკა; საბერძნეთი-უზბეკეთი; ნიგერია-ურუგვაი; საფრანგეთი-თურქეთი.

3 ივლისი - პორტუგალია-განა; ხორვატია-ჩილე; კოლუმბია-სამხრეთ კორეა; ერაყი-პარაგვაი.

 

E ჯგუფი

ერაყი-ჩილე 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ქამილი (15), 1:1 მორა (28), 2:1 სალმანი (67).

 

ეგვიპტე-ინგლისი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ტრეზეგე (79), 2:0 მაგუბი (90+3).

1. ერაყი 3 2 1 0 6:4 7
   
2. ჩილე 3 1 1 1 4:4 4
   
3. ეგვიპტე 3 1 0 2 4:4 3
   
4. ინგლისი 3 0 2 1 3:5 2
 

 

 

F ჯგუფი

უზბეკეთი-ურუგვაი 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 აცევედო (38), 0:2 ლოპეს ნიკოლასი (47), 0:3 დე არასკაეტა (64), 0:4 ბეტანკოურტი (77).

 

ხორვატია-ახალი ზელანდია 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 პერიკა (11), 2:0 რებიჩი (75), 2:1 ფენტონი (84, პენ).

1. ხორვატია 3 2 1 0 4:2 7
2. ურუგვაი 3 2 0 1 6:1 6
3. უზბეკეთი 3 1 1 1 4:5 4
4. ახალი ზელანდია 3 0 0 3 1:7 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125882