ფეხბურთი

21:34 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ესპანელებს მექსიკასთან გაუჭირდათ

ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტია, 1/4-ფინალში გაჭირვებით გავიდა. მექსიკასთან გამართულ შეხვედრაში, ხულენ ლოპეტეგის შეგირდები მე-2 წუთიდან მოყოლებული მდევრის როლში იყვნენ. მექსიკელთა მხრიდან თავი არტურო გონსალესმა გამოიჩინა. ევროპელებმა ანგარიში 74-ე წუთზე, დერიკ პრიეტოს ზუსტი დარტყმის წყალობით გაათანაბრეს, ხოლო პირველ დამატებულ წუთზე, ესპანელთა საუკეთესო ბომბარდირმა, ხესე როდრიგესმა, საჯარიმოს გარედან დარტყმით, გუნდს 1/4-ფინალის საგზური მოუტანა.

მოულოდნელობად შეიძლება შეირაცხოს უზბეკეთის ახალგაზრდული ნაკრების მიერ 1/8-ფინალური ეტაპის დაძლევა. გუნდი, რომელიც ტურნირის ფლეი ოფში პირველად თამაშობს, საბერძნეთს დაუპირისპირდა. თამაშში, რომელშიც არბიტრმა 2 ფეხბურთელი გააძევა და 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, 3:1 უზბეკმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს.

ესპანეთისა და უზბეკეთის მეტოქეების ვინაობა დღეს გაირკვევა. პირველი მათგანი, 1/4-ფინალში, საფრანგეთსა და თურქეთს შორის უკეთესს დაუპირისპირდება, ხოლო ესპანელთა მეტოქე ნიგერიასა და ურუგვაის შორის გამარჯვებული იქნება.

 

ესპანეთი-მექსიკა 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 გონსალესი (2), 1:1 დერიკი (74), 2:1 ხესე (90+1).

 

საბერძნეთი-უზბეკეთი 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 მახსატალიევი (27), 1:1 სტაფილიდისი (33, პენ), 1:2 სერგეევი (62, პენ), 1:3 რახმანოვი (83, პენ).

გაძევებები: კურმპელისი 60 - იულდაშევი 86.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122275