ძიუდო

14:07 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩინებულად იასპარეზა იასპარეზა 5-6 აპრილს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის თასზე. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავეს.

ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ: თორნიკე ნაგლიაშვილი (55 კგ.), ივანე ჯავახიშვილი (60 კგ.), გიორგი გუგულაშვილი (66 კგ.), უშანგი მარგიანი (81 კგ.), გუგა კიბორძალიძე (+100 კგ.).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ხატია ჯანაშვილმა (63 კგ.) და ომარ ნიაზაშვილმა (73 კგ.), ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გახდნენ: ბექა ვიბლიანი (66 კგ.), ილია მალვენიშვილი (90 კგ.), ზაურ მამარდაშვილი (90 კგ.), გიორგი თაყაძე (100 კგ.) და გიგა გელაშვილი (+100 კგ.).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155091