ძიუდო

20:16 | 18.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ჭრიკიშვილმა საქართველოს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა

დასასრულს მიუახლოვდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, რომელსაც ბულგარეთის ქალაქი სამოკოვი მასპინძლობს.
ასპარეზობის მე-2 დღეს, ტატამი 74 და 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებმა დაიკავეს. შესანიშნავად იასპარეზა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რომელმაც ფინალში 57-ე წამზე იპონით დაამარცხა სერბი ალექსანდრ კუკოლჯი და საქართველოს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებიდან, პირველი ოქროს მედალი ოთარ კაიდარაშვილმა (55კგ.) მოიპოვა.
რაც შეეხება 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების წევრ ბეთქილ აფრასიძეს, მან პირველი შეხვედრა პოლონელ სპორტსმენს მოუგო, შემდეგ კი პორტუგალიელთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
ხვალ ჩემპიონატის ბოლო დღეა. დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში, საქართველოდან გამოვლენ გიორგი ნოზაძე (90), მიხეილ ნარიმანიძე (100) და ლევან მათიაშვილი (+100)
როლანდ ლაბუჩიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091437