81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ოქროს მედალს დღეს მსოფლიოს ოქროც მიამატა. მაროკოს ქალაქ აგადირში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა 6 მეტოქე ჩამოიცილა. ბოლო ორ ბრძოლაში კი იაპონელი ძიუდოისტები დაამარცხა.
მსოფლიოს პირველობის კვარცხლბეკზე ასვლა არჩილ შინჯიკაშვილსაც (90 კგ) შეეძლო, მაგრამ რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილი დაიკავა. დღესვე, საქართველოს სახელით გიორგი მერმანიშვილმა (81 კგ), გიორგი ნოზაძემ (90 კგ) და შორენა შარაძემაც (63 კგ) იჭიდავეს, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ.
ოთარ მაღლაკელიძე







