თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ 2010-2011 წლების ელიტ ლიგის ჩემპიონატში 2000 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის, სამი ტურით ადრე, დამსახურებულად გაიმარჯვა თბილისის "ავაზა-2~-ის გუნდმა, რომლის მწვრთნელებიც გია ჯანგავაძე და გოჩა ფეიქრიშვილი არიან.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ თბილისის "ოლიმპი", "ავაზა-1", "იმედი", "35-ე სკოლა", "თ.ს.ა.", "ჩემპიონი", "მერანი", "მიმინო 94", "გაგრა", გორის "გორი" და ტურნირის გამარჯვებული “ავაზა-2”.









