ფეხბურთი

18:08 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერები ისევ აგებენ

 

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა ქვედა ექვსეულში. განმუხურში, ერთი შეხედვით უმოტივაციო “ვიტ ჯორჯიამ” ფეარ პლეის პრინციპს არ უღალატა და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად გააფთრებით მებრძოლ “ზუგდიდს” დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. ბოლო დროს მოფერიანებული “სპარტაკი” კი ვაკეში “ტორპედოსთან” დამარცხდა.

ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 მაისურაძე (26), 1:1 მირცხულავა (30), 1:2 ჯავაშვილი (38 საკუთარ კარში), 1:3 კორიფაძე (81), 2:3 კირკიტაძე (89, პენალტით)

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 შონია (38), 1:1 ჩიკვილაძე (55), 1:2 ხურციძე (84)

 

1      ვიტ ჯორჯია                                                    28           11           6           11           36:37           39          
2 ტორპედო 28 11 6 11 33:39 39
3 დილა 27 9 8 10 36;31 35
4 სპარტაკი 28 9 4 15 28:36 31
5 ზუგდიდი 28 7 6 15 20:39 27
6 მერანი 27 6 4 17 21:49 22
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112795