გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი უფროსი ასაკის ბიჭებს შორის თბილისის ლიგაში. მეორე ტურში ცენტრალური იყო “ქარიშხალასა” და “იმედის” მატჩი. “ქარიშხალა” თბილისის ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო “იმედი” – მესამე ადგილისთვის, რაც საშუალებას მისცემს მეორე ეტაპიდან უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელოს ბრძოლა.
“იმედი” გუშინ ერთი ბურთით დამარცხდა მეორე ლიდერ “პეგასთან” და დღესაც მედგრად იბრძოლა, მაგრამ ისევ წააგო – 21:25. საუკეთესოები იყვნენ საქართველოს ნაკრების მოთამაშეები – ირაკლი კბილაშვილი (“ქარიშხალა”, 11 გოლი) და ხაზეინ რუსტამოვი (“იმედი”, 8).
საქმე იქითკენ მიდის, რომ ჩემპიონისა და მესამე პრიზიორის ვინაობა ბოლო ტურში, პარასკევს გამოვლინდება, როცა თამაშებენ “მამული”-“იმედი” და “ქარიშხალა”-“პეგასი”.
ათი საუკეთესო გუნდი 2014
მეორე ეტაპზე უკვე გავიდნენ “თელავი”, “გორი”, “ყვარელი”, “ფოთი”, “სამტრედია” და “ზუგდიდი”. ასევე – “ქარიშხალა”, “პეგასი” და “მამული”. ათეულში მოხვედრის შანსი აქვს “იმედს”. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ თბილისის ზონაში მესამე ადგილის დაკავება, ასევე მეორე ეტაპზე საუკეთესო მეოთხე გუნდად გასვლა.
საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99.
თბილისის ლიგა, მეორე წრე. 9-13 დეკემბერი.
10 დეკემბერი
იმედი – ქარიშხალა 21:25
იმედი: ხარაიშვილი – რუსტამოვი 8, იობაშვილი 5, ჰუსეინოვი 5, ბაინაზაშვილი 3, მიქავა, კაპანაძე, დვალი.
ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, ფარესაშვილი – კბილაშვილი 11, გოგუა 5, მამულაშვილი 4, არსენაშვილი 4, ფერაძე 1, ჯინჭარაძე, წიკლაური.
შევარდენი – პეგასი 15:33
ქარელი – მამული 9:26
9 დეკემბერი
მამული – შევარდენი 28:20
პეგასი – იმედი 28:27
ქარიშხალა – ქარელი 21:1
მდგომარეობა: ქარიშხალა 13 ქ (+83), პეგასი 13 (+82), მამული 10 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0
11 დეკემბერი, არენა
15:00 ქარიშხალა – მამული
16:20 იმედი – შევარდენი
17:40 პეგასი – ქარელი
12 დეკემბერი, არენა
15:00 ქარიშხალა – შევარდენი
16:20 მამული – პეგასი
17:40 ქარელი – იმედი
13 დეკემბერი, არენა
15:00 შევარდენი – ქარელი
16:20 მამული – იმედი
17:40 პეგასი – ქარიშხალა
18:00 დაჯილდოება
აღმოსავლეთი. საბოლოო
1. თელავი 16 (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4.
დასავლეთი. საბოლოო
1. ფოთი 18, 2. სამტრედია 14 (+2) 3. ზუგდიდი 14 (-2) / 4. ქუთაისი 8 / 5. წყალტუბო 6, 6.
მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი
www.geohandball.ge







