ჭადრაკი

15:11 | 27.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ათეულში ორი ქართველია

სტამბულის საჭადრაკო ფესტივალის მე-7 წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მოჭადრაკეებისთვის – გიორგი ბაღათუროვმა (2447) და სოფიო გვეტაძემ (2355) გამარჯვებები იზეიმეს.
ბაღათუროვმა შავი ფიგურებით თურქ ემირ ოზთურქი (2208) დაამარცხა, გვეტაძემ კი თეთრებით სირიელ იასერ ტავეელს (2113) სძლია. შედეგად, ქართველებს 6-6 ქულა მოუგროვდათ და 350 მონაწილეს შორის, შესაბამისად, მე-7 და მე-10 ადგილებზე იმყოფებიან.
მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით ითამაშებენ. ბაღათუროვი ირანელ შოჯაატ განეს (2368) დაუპირისპირდება, ხოლო გვეტაძე – უკრაინის სახელით მოასპარეზე ელდარ გასანოვს (2482).
შვიდი ტურის შემდეგ, სტამბულის ტურნირის სათავეში სამი მოჭადრაკეა, რომელთაც მხოლოდ ნახევარი ქულა აქვთ დაკარგული – რუსი რენატ ბიგალიევი (2412), უკრაინელი ანდრეი სამეცი (2618) და თურქმენი მეილის ანაბერდიევი (2476).
საჭადრაკო ფესტივალი 9 ტურად მიმდინარეობს, მისი საპრიზო ფონდი კი 14 500 დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 2 ათასს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13483