ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ გამოქვეყნებულ 2011 წლის ბოლო რეიტინგში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა 744 ქულა და 89-ე ადგილი შეინარჩუნა. სულ კლასიფიკაციაში ათი ქართველი ჩოგბურთელია, რომელთაგან შედარებით სოლიდური წინსვლა ოქსანა კალაშნიკოვას შეეხო. კორტზე დაბრუნებულ ქართველ გოგონას ანკარის 50-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში გასვლა დაუფასდა და 150 ქულით 345-ედან 322-ე ადგილზე გადაინაცვლა.
89 (89). ანა ტატიშვილი – 744 ქულა; 181 (181). მაკა ჩახნაშვილი – 359; 267 (266). სოფო შაფათავა – 208; 322 (345). ოქსანა კალაშნიკოვა – 150; 389 (392). ეკატერინე გორგოძე – 109; 432 (429). სოფო ქვაცაბაია – 89; 466 (464). თათია მიქაძე – 78; 983 (979). ნათია გეგია – 11; 1005 (1002). ანი გოგვაძე – 10; 1210 (1206). მაგდა ოქრუაშვილი – 3;
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგი: 1245 (1248). გიორგი ცივაძე – 3 ქულა; 1338 (1337). ლადო ჩიხლაძე – 2; 1456 (1456). ალექსანდრე მეტრეველი – 2;







