ფეხბურთი

13:34 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილას” ქლევერლის შეძენა სურს

 

ბირმინგემის “ასტონ ვილა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველით, ტომ ქლევერლით დაინტერესდა – იუწყება Daily Telegraph-ი. 

ინგლისელი ნახევარმცველი, “იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედის და მისი გასხვისება სურს. ამიტომაც, “ასტონ ვილას” წინადადება “წითელი ეშმაკებისთვის” მისაღები უნდა იყოს. ბირმინგემული კლუბი ქლევერლიში 8 მილიონ გირვანქას იხდის.

25 წლის ნახევარმცველი, “მანჩესტერის” აღზრდილია. პირველ გუნდში გამოჩენამდე, განათხოვრებული იყო “ლესტერში”, “უოტფორდსა” და “უიგანში”. 2011 წელს კი, მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და სამი სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 78 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.  

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059537