შოთა არველაძის მიერ დარიგებული “კაისერისპორი” თურქეთის ჩემპიონატში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ქართველი მწვრთნელის კლუბმა ამჯერად სახელოვანი ”ბეშიქთაში” დაამარცხა და სუპერლიგაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
”კადირ ჰაშ შეჰირ სტადიზე” გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე გავიდა, როდესაც სტამბოლელთა კარი ფურკან ოზკალმა დალაშქრა.
მასპინძელთა რიგებში ქართველმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ”კაისერს” კი 20 ქულა მოუგროვდა და მე-2 ადგილზე მყოფ ”ტრაბზონსპორს” მხოლოდ ბურთების სხვაობითღა ჩამორჩება, ხოლო ლიდერი მოქმედი ჩემპიონი ”ბურსასპორია” 23 ქულით.
მოლდოვის ნაციონალური დივიზიონის მე-13 ტურის დასკვნით შეხვედრაში ვაჟა თარხნიშვილის “შერიფმა” კარგა ხანს ლიდერის რანგში მყოფ რიბნიცას “ისკრა-სტალს” სტუმრად 1:0 სძლია და 26 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. 39 წლის ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაურით შეუცვლელად ითამაშა.
"კაისერისპორი"-"ბეშიქთაში" 1:0 - http://www.youtube.com/watch?v=ZZ5GmW9HX1A&feature=player_embedded









