ჭადრაკი

21:26 | 27.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

არუთინიანმა საფრანგეთში იყოჩაღა

საფრანგეთის ქალაქ როშფორტში დასრულებულ 10th Rochefort Open tournament-ზე, კარგად იასპარეზა საერთაშორისო დიდოსტატმა, დავიდ არუთინიანმა (2578), რომელმაც 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და გამარჯვებულ საერთაშორისო დიდოსტატ იური სოლოდოვნიჩენკოს (უკრაინა, 2577) ერთი ქულით ჩამორჩა.
 მე-3 ადგილზე, 6.0 ქულით, საერთაშორისო დიდოსტატი, უზბეკეთის სახელით მოასპარეზე ალექსეი ბარსოვი (2498) აღმოჩნდა. ცნობისთვის, ტურნირში 44 მოთამაშე, მათ შორის 20 საერთაშორისო წოდების მქონე მონაწილეობდა.
კლასიკურ ჭადრაკში ტურნირის დასრულების შემდეგ, ელვისებურ ჭადრაკში შეჯიბრი გაიმართა, სადაც არუთინიანმა 44 მონაწილეს შორის პირველობა არავის დაუთმო და 11-დან 9 ქულით იმარჯვა.
დავითმა როშფორტიდან საფრანგეთისვე ქალაქ კაპელ-ლა-გრანდეში გადაინაცვლა, სადაც ლევან ფანცულაიასთან (2610), მალხაზ სულაშვილთან (2497), ბელა ხოტენაშვილთანა (2440) და ნინო ბაციაშვილთან (2396) ერთად 27e Open International de Cappelle-la-Grande-ში ჩაება.
 ტურნირში 40 ქვეყნის 570 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის 100-მდე საერთაშორისო დიდოსტატია, ცნობილთაგან კი, კრიშნან საშიკირანი (ინდოეთი, 2690), სერგეი ჟიგალკო (ბელორუსი, 2671), პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2667) და იური კრივორუჩკო (უკრაინა, 2640) უნდა გამოვარჩიოთ.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება და 20 სვლამდე ყაიმი მსაჯის ნებართვის გარეშე აკრძალულია. 30 წუთზე მეტი დაგვიანებისათვის მოთამაშეს წაგება ეთვლება.
პირველ ტურში ქართველთაგან გამარჯვებას მხოლოდ ფანცულაიამ მიაღწია, სულაშვილი დამარცხდა, ხოლო ბაციაშვილმა, არუთინიანმა და ხოტენაშვილი პარტიები ყაიმით დაასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092559