ჭადრაკი

15:21 | 3.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

არუთინიანმა პოლონეთში იმარჯვა

თბილისელი დიდოსტატის დავიდ არუთინიანის გამარჯვებით დასრულდა პოლონეთში გამართული მსოფლიოს უგვირგვინო ჩემპიონის ადოლფ ანდერსენის რიგით 21-ე მემორიალი სწრაფ ჭადრაკში.
რაპიდში შეჯიბრის პირველი ეტაპი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა. I-VIII ადგილზე გასულმა მონაწილეებმა ოლიმპიური სისტემით გააგრძელეს ასპარეზობა და ფინალში გასულმა არუთინიანმა ბელორუსი დიდოსტატი სერგეი კასპაროვი დაამარცხა.
რაპიდის შემდეგ გამართულ ბლიც-ტურნირში თბილისელმა დიდოსტატმა 11-დან 9.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170608