ჭადრაკი

13:56 | 6.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

არუთინიანმა ავსტრალიაში იყოჩაღა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე, კარგად ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა დავით არუთინიანმა (2575), რომელიც მხოლოდ ჩემპიონ ხამპარია აკშატს (ინდოეთი, 2328) ჩამორჩა და 9 ტურში მოგროვებული 6.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, არუთინიანის დარად, 6.5 ქულა კიდევ ექვსმა მოჭადრაკემ დააგროვა, თუმცა, ქართველმა მათ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და საპრიზო ფონდიდან 2000 დოლარი მიიღო. არუთინიანმა სიდნეიში 4 პარტია მოიგო, ხუთი კი ყაიმით დაასრულა.
ისიც ვთქვათ, რომ ქართველ მოჭადრაკეს ავსტრალიაში მესამე განთესვა ჰქონდა. მასზე უკეთესი რეიტინგი დანიის სახელით მოთამაშე სუნ ბერგ ჰანსენსა (2603) და მასპინძელთა სახელით მოასპარეზე ჟონგ-იუან ჟაოს (2579) გააჩნდათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0938