ფეხბურთი

18:52 | 18.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” კაპიტანი დაუბრუნდა

ლონდონის “არსენალის” ლიდერი და კაპიტანი, სესკ ფაბრეგასი მოედანს უბრუნდება და სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგაზე, დონეცკის “შახტართან” გასამართ მატჩში ითამაშებს.
BBC-ს ცნობით, 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი გუნდის საწვრთნელ პროცესს დღეს შეუერთდა და არსენ ვენგერმა იგი საჩემპიონთალიგო განაცხადში შეიყვანა.
ტრავის გამო ფაბრეგასს უქმად ყოფნა 18 სექტემბრიდან უწევს, რის გამოც მან როგორც კლუბის, ასევე ესპანეთის ნაკრების მატჩები გამოტოვა.
კაპიტნის დაბრუნების მიუხედავად, “არსენალს” საკადრო პრობლემები მაინც აქვს. ლონდონელთა ლაზარეთში რჩებიან ბაკარი სანია, ლორენ კოსელნი, ტომას ვერმაელენი, აარონ რემსი და რობინ ვან პერსი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090529