ფეხბურთი

9:48 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალისა” და “ლივერპულის” დღე

 

შაბათის პრემიერლიგის მატჩებიდან, ალბათ ყველაზე საინტერესო “ფულემი” – “არსენალისა” და “ასტონ ვილა” - “ლივერპულის” დაპირისპირებები იყო. პირველ ტურში “არსენალმა” შინ მოულოდნელად წააგო “ასტონ ვილასთან” და ქომაგების დიდი გულისწრომა გამოიწვია, თუმცა შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ჩინებული მატჩი ჩაატარა სტამბულში, სადაც “ფენერბახჩეს” 3:0 მოუგო და კრიტიკოსები დროებით გააჩუმა. მოგეხსენებათ, ქომაგები “მეთოფეთა” დამრიგებელ არსენ ვენგერს ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე პასიურობას უწუნებენ.

ანგარიში მე-14 წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა. ფრანგი აშკარად კარგ ფორმაშია და ვენგერიც სულ უფრო ხშირად აყენებს სასტარტოში. მერე კი ლუკას პოდოლსკის ჯერი დადგა, გერმანელმა თითო ტაიმში თოთო გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ კვლავაც “არსენალის” სრულუფლებიანი წევრია. არადა, ცოტა ხნის წინათ, თითქოს მის “შალკეში” შესაძლო გადასვლის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო “ლივერპულმა” და “ჩელსისთან” ერთად ჯერჯერობით უდანაკარგოა. თავიდან “წითლები” უკეთ გამოიყურებოდნენ და მე-19 წუთზე სტარიჯმა გაიტანა, მან ხოსე ენრიკესგან მიიღო გამჭოლი გადაცემა, ჯერ მცველი, შემდეგ მეკარეც მოატყუა და ფაქტობრივად, ცარიელ კარში გაიტანა. ნელ-ნელა ბირმინგემელებიც ათამაშდნენ და შეტევებს უმატეს, მეორე ტაიმი ხომ სულაც მათი კარნახით მიმდინარეოდა, თუმცა ბოლო მომენტებში ხან უზუსტონი იყვნენ, ხანაც ბრწყინვალედ თამაშობდა ამ ზაფხულს “სანდერლენდიდან” გადასული ბელგიელი მეკარე სიმონ მინოლე.

“2 მატჩში 2 მოგება – ჩინებული შედეგია, - თქვა შემდეგ “ლივერპულის” დამრიგებელმა, ბრენდან როჯერსმა, - პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა გვქონდა, მერე ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგია. დენიელი (სტარიჯი), როცა ის მწყობრშია, პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მას ყველაფერი აქვს, ძალიან სწრაფია, კარგად შეუძლია ერთი შეხებით თამაში. დღეს კი, მისი გოლი დიდებული იყო. სხვათა შორის, გეტყვით რომ პოლმა (ლამბერტმა) “ასტონ ვილაში” დიდი სამუშაო ჩაატარა და ახალგაზრდული, ენერგიული გუნდი ჩამოაყალიბა.”

კვირას, ჩვენი “დინამოს” მეტოქე “ტოტენჰემი” უელსურ “სუონსის” უმასპინძლებს, “სიტი” “კარდიფს” ეწვევა. ორშაბათს კი მეორე ტურის მთავარი მატჩია: “მანჩესტერი” – “ჩელსი.”

ფულემი – არსენალი 1:3 (0:2)

ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 25 622

ფულემი: სტოკდეილი, რიისე, ჰიუზი, ჰანგელანდი, რითერი, სიდუელი (კარაგუნისი 65), დაფი (ბენტი 59), პარკერი, ტაარაბტი (კაჩანიკლიჩი 62), კასამი, ბერბატოვი

მწვრთნელი: მარტინ იოლი

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, ჯენკინსონი, როსიცკი (უილშირი 69), კასორლა, რემზი, უოლკოტი, პოდოლსკი (სანოგო 81), ჟირუ (ნაჩო მონრეალი 72)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ჟირუ (14), 0:2, 0:3 პოდოლსკი (41, 68), 1:3 ბენტი (77)

გაფრთხილება: პარკერი (73), კასამი (78); რემზი (21), უილშირი (80)

მსაჯი: ჰოუვარდ უები

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 7(9)-9(10), ჯარიმა: 10-9, კუთხური: 1-8, თამაშგარე: 3-0, სეივი: 6-6

 

ევერტონი – ვესტ ბრომვიჩი 0:0

ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 36 410

ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, პინაარი, ოსმანი, კოულმენი, ფელაინი, ბარკლი, მირალასი (ნეისმიტი 73), იელავიჩი (არუნა კონე 72)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი (დენიელსი 78), ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი, მაკოლი, მორისონი, მულუმბუ, იაკობი, დორანსი, როზენბერგი (ვიდრა 67), ლონგი (ბრანტი 81)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

გაფრთხილება: ბარკლი (85); მულუმბუ (28)

მსაჯი: როჯერ ისტი

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 8(13)-2(5),  ჯარიმა: 15-17,  კუთხური: 11-1,  თამაშგარე: 5-1, სეივი: 2-8

 

ჰალ სიტი – ნორვიჩი 1:0 (1:0)

ჰალი. “კინგსტონ კომიუნიქეიშენსი.” 23 682

ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგეროა, დევისი, ჩესტერი, ჰადლსტოუნი, კორენი (როსენუა 83), ალუკო (გრემი 72), ელ მოჰამადი, ლივერმორი, საგბო, ბრეიდი (ბოიდი 80)

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ნორვიჩი: რადი, ვიტაკერი, ხავიერ გარიდო, ტერნერი, მარტინი, ტეტი (ელმანდერი 65), ფერი, ჰაუსონი, ჯონსონი (სნოდგრასი 46), რედმონდი (ჰულაჰანი 73), ვან ვოლფსვინკელი

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

გოლი: 1:0 ბრეიდი (22, პენ.)

გაფრთხილება: ლივერმორი (76); ხავიერ გარიდო (90+5)

გაძევება: საგბო (27)

მსაჯი: მაიკლ ჯონსი

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 2(5)-4(9), ჯარიმა: 15-19, კუთხური: 1-5, თამაშგარე: 1:0, სეივი: 4-1

 

ნიუკასლი – ვესტ ჰემი 0:0

ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 49 622

ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, დებიუში, იანგა-მბივა, სანტონი, მავრო (სემი ამეობი 66), ბენ არფა, სისოკო, ანიტა, შოლა ამეობი, სისე (გუფრანი 72)

მწვრთნელი: ალან პარდიუ

ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, ო’ბრაიანი, კოლინზი, რიდი, დაუნინგი (ჯო კოული 64), ნოლანი, ნოუბლი, ჯერვისი, დიამე (მორისონი 75), მაიგა

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გაფრთხილება: ო’ბრაიანი (44)

მსაჯი: ფილიპ დოუდი

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 0(16)-1(5), ჯარიმა: 12-15, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-0

 

საუთჰემპტონი – სანდერლენდი 1:1 (0:1)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 29 596

საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვრენი, შოუ (კლაინი 46), ლალანა (რამირესი 69), შნაიდერლინი (ოსვალდო 46), ვანაიამა, უარდ-პროუსი, ჩემბერსი, როდრიგესი, ლამბერტი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

სანდერლენდი: ვესტვუდი, ო’ში, დიაკიტე, ცელუსტკა, სესენონი (დონგ-ვონ ჯი 46), გარდნერი, ჯონსონი, ლარსონი, კოლბექი (ვოგანი 53), ჯაკერინი (უიქემი 82), ალტიდორე

მწვრთნელი; პაოლო დი კანიო

გოლები: 0:1 ჯაკერინი (3), 1:1 ჟოზე ფონტე (88)

გაფრთხილება: უარდ-პროუსი (27), ოსვალდო (83); გარდნერი (33), ლარსონი (61)

მსაჯი: ლი მეისონი

ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 6(11)-3(5), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-5

 

სტოკი – კრისტალ პალასი 2:1 (0:1)

სტოკი. “ბრიტანია.” 25 270

სტოკი: ბეგოვიჩი, ჰუთი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი, ეთერინგტონი (პენანტი 70), ნ’ზონზი, კრაუჩი (ჯერომი 86), უოლტერსი

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

კრისტალ პალასი: სპერონი, გაბიდონი, დელანი, მოქსი, უარდი, კამპანია (ჯერვეინი 64), იედინაკი, დიკხაჩოი, პანჩონი (ფილიპსი 76), შამახი (უილიამსი 63), გეილი

მწვრთნელი: იან ჰალუეი

გოლები: 0:1 შამახი (31), 1:1 ადამი (58), 2:1 შოუქროსი (62)

გაფრთხილება: შოუქროსი (37), კამერონი (84), უოლტერსი (88)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 5(9)-5(9), ჯარიმა: 14-6, კუთხური: 7-0, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-3

 

ასტონ ვილა – ლივერპული 0:1 (0:1)

ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 42 098

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ლაუტონი (ელ აჰმადი 65), ლუნა, ოკორე, დელფი, ვესტვუდი (ჰელენიუსი 83), ბაკუნა, აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი (ტონევი 73)

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, ჯონსონი, აგერი, ხოსე ენრიკე, ჯერარდი, ლუკას ლეივა, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (ალენი 83), სტარიჯი, ასპასი (სისოხო 68)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლი: 0:1 სტარიჯი (21)

გაფრთხილება: ლუნა (22), დელფი (40), ლაუტონი (61); ასპასი (29), ჯონსონი (45+1), ლუკას ლეივა (89)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 3(14)-1(4), ჯარიმა: 10-8, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 2-2, სეივი: 0-3

 

25 აგვისტო: კარდიფი – სიტი, ტოტენჰემი – სუონსი

26 აგვისტო: მანჩესტერი - ჩელსი

 

მეგოლეები:

3 – კრისტიან ბენტეკე (1, “ასტონ ვილა”)

2 – დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”), ლუკას პოდოლსკი (“არსენალი”), დენი უელბეკი, რობინ ვან პერსი (ორივე – “მანჩესტერი”)



1. ჩელსი 2 2 0 0 4:1 6
2. ლივერპული 2 2 0 0 2:0 6
3. ვესტ ჰემი 2 1 1 0 2:0 4
4. საუთჰემპტონი 2 1 1 0 2:1 4
5. სიტი 1 1 0 0 4:0 3
6. მანჩესტერი 1 1 0 0 4:1 3
7. ტოტენჰემი 1 1 0 0 1:0 3
8. არსენალი 2 1 0 1 4:4 3
9. ასტონ ვილა 3 1 0 2 4:4 3
10. სტოკი 2 1 0 1 2:2 3
11. ფულემი 2 1 0 1 2:3 3
12. ჰალ სიტი
2 1 0 1 1:2 3
13. ევერტონი 2 0 2 0 2:2 2
14. ნორვიჩი 2 0 1 1 2:3 1
15. სანდერლენდი 2 0 1 1 1:2 1
16. ვესტ ბრომვიჩი 2 0 1 1 0:1 1
17. ნიუკასლი 2 0 1 1 0:4 1
18.
2 0 0 2 1:3 0
19. კარდიფი  1 0 0 1 0:2 0
20. სუონსი 1 0 0 1 1:4 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126033