ფეხბურთი

13:42 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” სანიას და მერტესაკერს ახალ კონტრაქტებს უმზადებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი გუნდის მცველებთან - ბაკარი სანიასა და პერ მერტესაკერთან კონტრაქტების გახანგრძლივებას აპირებს.

The Telegraph-ის ცნობით, 30 წლის ფრანგს “მეთოფეებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება. ცოტა ხნის წინათ ლონდონელებმა სანიას უკვე შესთავაზეს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება, მაგრამ უარი მიიღეს.

უახლოეს ხანში ვენგერი კიდევ ერთხელ ეცდება მასთან კონტრაქტის 2015 წლამდე გახანგრძლივებას. 28 წლის გერმანელს “არსენალთან” კონტრაქტი ორი წლის შემდეგ ეწურება და ვენგერი მოლაპარაკების დაწყებას მასთანაც აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114424