ფეხბურთი

12:07 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ნახევარმცველებზე ნადირობს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის მიწურულს, ლონდონის “არსენალი” ბაზარზე გააქტიურდა და ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად ერთბაშად რამდენიმე ცნობილ ფეხბურთელს დაადგა თვალი.

The Telegraph-ის ცნობით, “მეთოფეები” მადრიდის “რეალიდან” ბრაზილიელი კაკას, ხოლო გელზენკირხენის “შალკედან” ახალგაზრდა იულიან დრაქსლერის შეძენას გეგმავენ.

წყაროს ცნობით, სწორედ ეს მოთამაშეები წარმოადგენენ ლონდონელთა მთავარ სატრანსფერო სამიზნეს და მათ უკვე მიმართეს გერმანულ კლუბს 19 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილით. რაც შეეხება 31 წლის კაკას, მან “მილანში” დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა “არსენალის” ხელმძღვანელობა მზადაა, მის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა სრულად გადაიხადოს და ფეხბურთელის პირობებიც დააკმაყოფილოს.

გარდა ამისა, “არსენალი” იმავე მადრიდის “რეალიდან” არგენტინელი ანხელ დი მარიას შეძენითაცაა დაინტერესებული.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.078921