ჭადრაკი

13:29 | 28.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძემ კარგად დაიწყო და ცუდად გააგრძელა

ბარსელონაში გრძელდება საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც სულ 10 მონაწილე ჰყავს, მათ შორის კი ქართველი დიდოსტატი ლევან აროშიძეც (2560) იმყოფება. მას მე-6 განთესვა გააჩნია, 5 ტურის თავზე კი 2.5 ქულით მე-5 ადგილზე გახლავთ.
აროშიძემ ტურნირი ყოჩაღად დაიწყო და პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელ ივან სოკოლოვს (2690) შავი ფიგურებით მოუგო, რასაც ესპანელი ხუან ფლუვია პოატოსის (2490) ძლევა მიაყოლა.
სამწუხაროდ, მომდევნო სამ ტურში ლევანმა მხოლოდ ნახევარი ქულიას აღება შესძლო და ლიდერთა რიგები დატოვა. გასული ტურების შემდეგ, 4-4 ქულით რუსი სინან სიუგიროვი (2624) და დანიელი ჰეინე პეტერ ნილსენი (2662) დაწინაურდნენ.
ბარსელონას პირველობა 9 ტურად მიმდინარეობს, აროშიძის მომდევნო მეტოქე კი ესპანელი მიგელ პანტოია მუნიოსი (2460) იქნება. შავი ფიგურებით ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.079948