ესპანეთის ქალაქ მალიორკაში დასრულებული საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული ქართველი ლევან აროშიძე (2545) გახდა, რომელსაც ბალეარებზე ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა.
გადამწყვეტი დასკვნითი ორი ტური გამოდგა, რომლებშიც აროშიძემ ესპანელებს გარსიასა (2326) და კუეიროლოს (2105) სძლია და 9 შესაძლებლობიდან თავი 6.5 ქულას მოუყარა.
ლევანმა მეორე-მეოთხე ადგილებზე გასულ გერმანელ ბერგერს (2423), ხორვატ ლალიჩსა (2492) და ხსენებულ გარსიას ნახევარი ქულით აჯობა.







