ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე ქართველმა ლევან აროშიძემ (2560) შავი ფიგურებით მასპინძელი მიგელ მუნიოს პანტოია (2490) დაამარცხა და 6 ტურის თავზე სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ახლა, მე-4 ადგილზე მყოფ აროშიძეს 3.5 ქულა გააჩნია და ლიდერ სანან სიუგიროვს (რუსეთი, 2614) 1.5 ქულით ჩამორჩება.
კატალონიური ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და უკვე ცნობილია ქართველი მოჭადრაკის მომავალ მეტოქეთა ვინაობაც. მე-7 ტურში აროშიძე თეთრი ფიგურებით ბოსნიელ პრედრაგ ნიკოლიჩს (2638) ეთამაშება, შემდეგ შავებით ესპანელ ხოსეპ ომს პალისეს (2506) დაუპირისპირდება, ბოლო ტურში კი კვლავ თეთრებით დანიელ ჰეინე პეტერ ნილსენს (2662) გაეჯიბრება.







