ჭადრაკი

14:46 | 31.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძე ცხრილის შუაგულში

ბარსელონაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის ბოლო ტურის წინ ქართველმა ლევან აროშიძემ (2560) 4.5 ქულა მოაგროვა და ათ მონაწილეს შორის მე-5 ადგილზე იმყოფება.
ბოლოსწინა მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ესპანელ ხოსეპ ომს პალისეს (2506) დაუზავდა და ჰოლანდიელ ივან სოკოლოვს (2690) დაწევის საშუალება მისცა. ამ უკანასკნელმა დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 საფეხურზე გადაინაცვლა, ლიდერთა სამეული კი ასე გამოიყურება: 1. სანან სიუგიროვი (რუსეთი, 2624) – 6.2 ქულა; 2. იუნესკი კესადა პერესი (კუბა, 2604) – 5.5; 3. ჰეინე პეტერ ნილსენი (დანია, 2662) – 5.0;
დასკვნით ტურში აროშიძე თეთრი ფიგურებითYხსენებულ ნილსენს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097318