ჭადრაკი

14:38 | 17.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძე ჩემპიონობას უმიზნებს

კატალონიაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ქართველი ლევან აროშიძე (2548), რომელიც 7 ტურის თავზე ჩილელ დანიელ ზუნიგა ბარიასთანა (2419) და კუბელ სტენლი დუანი ლელის მარტინესთან (2510) ერთად, 6.0 ქულით პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.
აღსანიშნავია, რომ აროშიძემ განვლილი 7 პარტიიდან ექვსში იმარჯვა, ერთადერთი მარცხი კი დაბალი რეიტინგის მქონე ბრაზილიელ გუსტავო გომეშთან (2142) განიცადა.
მე-8 ტურში ცენტრალური ბარიასა და აროშიძის დაპირისპირება იქნება, რომელშიც თეთრი ფიგურებით ჩილელი მოჭადრაკე ითამაშებს.
კატალონიური ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 17 800 ევროა, საიდანაც გამარჯვებული 1 200 ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168223