ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ, სადაც თბილისის “არმია” სოხუმის “სოხუმს” მასპინძლობდა, გულშემატკივართა იმედები არ გაამართლა. ფავორიტად მიჩნეულმა “არმიამ” ზღვისპირელებს შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით 96:64 დაამარცხა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლები ლიდერობდნენ და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. რაც შეეხება “სოხუმს”, მართალია, ზღვისპირელები 3 ამერიკელი კალათბურთელით (მაიკ მაკერი, კარლ და რიჩარდ დამუსები) არიან გაძლიერებული, მაგრამ ეროვნული ნაკრების 2 წევრით (კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა), ერთი წევრობის კანდიტატით (მიხეილ ბერიშვილი) და 3 ყოფილი წევრით (დავით უგრეხელიძე, ზვიად ბაბიაშვილი, ირაკლი გამყრელიძე) გაძლიერებულ არმიელებთან მაინც ვერაფერს გახდნენ.
“სოხუმის” დამარცხებაში ყველაზე დიდი წვლილი ცენტრალურმა თავდამსხმელმა რევაზ ათანელიშვილმა და ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა შეიტანეს, რომლებმაც, შესაბამისად, 22 და 17 ქულა დააგროვეს.
შაბათს გამართული შეხვედრებიდან ყველაზე დაძაბული სსაუ-“ბათუმის” მატჩი გამოდგა. 89:84 გაიმარჯვა “ბათუმმა” და აუტსაიდერობას თავი დააღწია.
საქართველოს მე-20 ეროვნული ჩემპიონატი კალათბურთში. პირველი წრე. მე-4 ტური.
20 ნოემბერი. თბილისი. სპორტის სასახლე
სსაუ - “ბათუმი” 84:89
(17:26; 24:16; 20:24; 23:23)
“არმია” - “სოხუმი” 96:64
(26:16; 28:15; 21:14; 21:19)
თსუ - “დინამო 106:72
(24:13; 19:17; 27:17; 36:25)
სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ:
| 1. თსუ | 4 | 4 | 0 | 380-317 | 8 | |
| 2. შსს | 3 | 3 | 0 | 284-208 | 6 | |
| 3. ენერჯი-ინვესტი | 4 | 2 | 2 | 297-305 | 6 | |
| 4. სსაუ | 4 | 2 | 2 | 290-294 | 6 | |
| 5. სოხუმი | 4 | 2 | 2 | 319-332 | 6 | |
| 6. არმია | 3 | 2 | 1 | 275-2335 | ||
| 7. ქუთაისი-2010 | 3 | 2 | 1 | 241-230 | 5 | |
| 8. თსსუ | 4 | 1 | 3 | 274-290 | 5 | |
| 9. დინამო | 4 | 1 | 3 | 265-358 | 5 | |
| 10. ბათუმი | 3 | 1 | 2 | 223-227 | 4 | |
| 11. სტუ | 4 | 0 | 4 | 324-378 | 4 |
მე-5 ტურის შეხვედრათა განრიგი:
26 ნოემბერი
ბათუმი. “ბათუმის” საკალათბურთო დარბაზი
“ბათუმი” – სტუ 16.00
27 ნოემბერი
თბილისი. სპორტის სასახლე
“დინამო” - “სოხუმი” 12.00
შსს-“ქუთაისი-2010” 14.00
თსუ-“ენერჯი-ინვესტი” 16.00
სსაუ-“არმია” 18.00
თსსუ ისვენებს
როლანდ ლაბუჩიძე









