ფეხბურთი

14:45 | 14.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არც “რეალი”, არც “ბარსა” – ნეიმარი “ბაიერნში” მიდის”

 

ბრაზილიური “სანტოსის” ხელმძღვანელობის ყოფილმა წევრმა ვისენტე კალციონემ განაცხადა, რომ კლუბის მთავარმა ვარსკვლავმა ნეიმარმა მიუნხენის “ბაიერნთან” შეთანხმებას უკვე მიაღწია. მისი თქმით, ბრაზილიელი “რეკორდმაისტერს” აგვისტოში შეუერთდება.

“ეს ინფორმაცია პირველწყაროსგან მივიღე. ნეიმარმა “ბაიერნთან” წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა. გარიგება დასრულებულია. ამას ჭორების გასავრცელებლად ნამდვილად არ ვამბობ. ნეიმარი “ბაიერნში” აგვისტოში გადავა. ამგვარად, ბევრის მოლოდინი ნამდვილად არ გამართლდება და ბრაზილიელი ესპანეთს არ მიაშურებს. არც “რეალი”, არც “ბარსა” – ნეიმარი “ბაიერნში” მიდის”, - ციტირებს კასციონეს სიტყვებს Goal-ი.

ჯერჯერობით, არც “ბაიერნი” და არც თავად ნეიმარი კომენტარს არ აკეთებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102626