ფეხბურთი

13:17 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

არაბულის შთამბეჭდავი დებიუტი "ხეტაფესთან"

 

როგორც უკვე ვწერდით, ესპანურ '”ალკორკონში" 6-თვიანი იჯარით გადასულ ბაჩანა არაბულს წუხელ გვიან ღამით უნდა ეთამაშა სადებიუტო შეხვედრაში. ეს იყო "ხეტაფეს" წინააღმდეგ და ბაჩანას გუნდმა 6:1 გაანადგურა მეტოქე. სხვათა შორის, "ხეტაფემ" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა…და ანგარიში მართლაც შთამბეჭდავია. ეს იყო "პუჩეროს თასი", რომელიც ყოველწლიურად თამაშდება მადრიდის ამ ორ გუნდს შორის.    

თუმცა, ჩვენ კონკრეტულად არაბულის ამბავი უფრო გვაინტერესებს და სასიხარულოა, რომ 19 წლის ქართველმა მშვენივრად ჩაატარა მატჩი: მე-12 წუთზე პენალტის უფლება მოიპოვა და დანი პაჩეკომ ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში, 27-ე წუთზე კი თავად ბაჩანამ მიითვალა გოლი – 2:0.

გუნდებს შეცვლაზე ლიმიტი არ ჰქონდათ, ამიტომაც ორივე გუნდის მწვრთნელმა თერთმეტივე ფეხბურთელი შეცვალა. არაბულს მეორე ნახევარში აღარ უთამაშია.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103406