ფეხბურთი

21:05 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

არაბული თბილისშია და კვლავაც ვიზას ელის

19 წლის ქართველი ფორვარდი ბაჩანა არაბული კვლავაც თბილისშია და სამუშაო ვიზას ელის. ეს პრობლემა კი ვერა და ვერ გვარდება. როგორც იცით, არაბული “საბურთალოს” ეკუთვნის და სექტემბერში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის “ალკორკონში” გაანათხოვრეს, სადაც მშვენიერი დებიუტი ჰქონდა: “ხეტაფესთან” 6:1 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი გამოიმუშავა. 

იმ თამაშის შემდეგ, დიდი იმედი გვქონდა, რომ არაბული “ალკორკონში” მუდმივად ითამაშებდა, თუმცა თბილისში მოუწია ჩამოსვლა, რათა სამუშაო ვიზა აეღო. ეს პროცესი კი გაიწელა. “მსოფლიო სპორტი” ბაჩანას დაუკავშირდა:

“თვენახევარია, რაც თბილისში ვარ და ჯერაც არ ვიცი, როდის შემეძლება ვიზის აღება. იმედი მაქვს, რომ მალე მოგვარდება და მსგავსი პრობლემა აღარ შემექმნება”.

არაბული ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ჯერჯერობით, არ იცის, რა მოხდება იანვარში. თავად გამოთქვა იმედი, რომ მანამდე ვიზის აღებას მოახერხებს, მაგრამ ისევ “ალკორკონში” წავა თუ სხვა კლუბში მოუწევს გადასვლა, ჯერ არავინ იცის. საწყენია, რომ ამ ნიჭიერ ფეხბურთელს ამდენი დრო უცდება...   

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116398