საქართველოს 18-წლამდე მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა პირველობაზე, მე-5 ტურის პარტიები გათამაშდა.
დიდ ინტერესს იწვევდა პარტიები ლიდერთა მონაწილეობით. გოგონათა შორის ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა მერი არაბიძემ, რომელსაც 4 მოგება ჰქონდა, მე-5 ტურში პირველი ყაიმი გააკეთა 3,5 ქულის მქონე ლიკა კობეშავიძესთან. არაბიძე (4,5) და კობეშავიძე (4) I-II ადგილებზე დარჩნენ. 3,5-3,5 ქულით, III-V ადგილებს ნანი უნაფქოშვილი, ანა კუჭავა და ლიზი ტრაპაიძე ინარჩუნებენ. ეს უკანასკნელი, მარიამ ვალიშვილს დაუზავდა, ხოლო უნაფქოშვილმა და კუჭავამ, შესაბამისად, მარიამ თევზაძე (2,5) და ნათია ჯალაბაძე (2,5) დაამარცხეს.
რაც შეეხება ვაჟთა პირველობას, 3,5-3,5 ქულის მქონე მოჭადრაკეებიდან, ზურაბ ჯავახაძემ კახაბერ წერეთელს მოუგო, ხოლო ნოდარ ლორთქიფანიძემ ირაკლი ბერაძე დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი კვარტეტი, დუეტით შეიცვალა.
მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით:
გოგონები
მერი არაბიძე (4,5) – ლიზი ტრაპაიძე (3,5)
ლიკა კობეშავიძე (4) – ანა კუჭავა (3,5)
ნანი უნაფქოშვილი (3,5) – ანა შამათავა (3)
ჭაბუკები
ზურაბ ჯავახაძე (4,5) – ნოდარ ლორთქიფანიძე (4,5)
გიორგი საბაშვილი (4) – ნიკოლოზ ქუმსაშვილი (4)
როლანდ ლაბუჩიძე







