ჭადრაკი

14:32 | 25.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძვის

საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკში გრძელდება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც საქართველო 17 მონაწილითაა წარდგენილი. ექვსი ტურის შემდეგ, მათგან ყველაზე კარგი შედეგი 16-წლიან გოგონათა ტურნირში მოასპარეზე მერი არაბიძესა (2288) და მარიამ დანელიას გააჩნიათ.
არაბიძემ ექვსი პარტიიდან ხუთი მოიგო და ხუთი ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერი კი ბელორუსი ნასტასია ზიაზულკინა (2284) გახლავთ, რომლის მონაგარიც 5.5 ქულაა. დანელიას 4.5 ქულით მე-8 პოზიცია უკავია. ამავე კატეგორიაში ნათია ჯალაბაძე (2043) 4.0 ქულით 21-ეა, ხოლო ნანი უნაფქოშვილი (1974) 3.5 ქულით – მეორმოცე.
18-წლამდელთა ჩემპიონატში ქეთი წაწალაშვილი (2266) 4.5 ქულით მეცხრეა, ასეთივე მონაგარის მქონე ანა შამათავას (1922) კი 14-წლამდელებში მე-10 შედეგი გააჩნია.
10-წლამდელთა შორის მოთამაშე ნატა ჯიბუტი 4.0 ქულით 22-ეა, ყველაზე უმცროსთა ტურნირში (8 წლამდე) მოასპარეზე თამარ ესაძე კი 3.5 ქულით 31-ე საფეხურზე იმყოფება. 12-წლამდელებში ნინო ხომერიკის (1812) აქტივში 4.5 ქულაა, ხოლო მარიამ ჯავახიშვილს (1550) 2.5 ქულა გააჩნია. 
ვაჟთა შორისა საუკეთესო შედეგი ირაკლი ბერაძეს (2242) აქვს, რომელმაც 14-წლამდელთა ტურნირში 4.5 ქულა მოაგროვა და მე-11 ადგილზე დამკვიდრდა.
18-წლამდელებში გიორგი ნიკოლაიშვილი (2294) 3.0 ქულით 49-ეა, ხოლო ბექა ფიფია (1993) 2.0 ქულით – 89-ე. 16-წლიანთა შორის ნიკა ვოლკოვს (2159) 4.0 ქულით 21-ე ადგილი უკავია, ნიკა ღვამბერია (1752) კი 12-წლიანებში 54-ეა.   
12-წლამდელთა ჩემპიონატში ირაკლი ახვლედიანს 3.5 ქულით 46-ე პოზიცია გააჩნია, 8-წლამდელთა ტურნირის მონაწილე ლუკა ობოლაძე კი 4.0 ქულით 25-ეა.
მსოფლიოს ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და 30 ოქტომბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090608