ჭადრაკი

14:14 | 25.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე გალიდერდა

ბრაზილიის ქალაქ კალდას ნოვასში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატს ჭადრაკში, ქართველი ლიდერი ჰყავს. 18-წლამდელთა ტურნირში მერი არაბიძემ (2329) შვიდ ტურში 6.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
მეშვიდე ტურში არაბიძემ თეთრი ფიგურებით მონღოლი ალტანუზლი ენხტუული (2183) დაამარცხა, მერის გალიდერებას კი, ხელი რეიტინგ ფავორიტ ალინა კაშლინსკაიას (2377) მოულოდნელმა მარცხმა შუწყო. რუსმა მოჭადრაკემ თეთრებით უნგრელ პეტრა პაპთან (2265) წააგო და 5.5 ქულით მე-3 პოზიციამდე დაქვეითდა, უნგრელი გოგონა კი 6.0 ქულით მეორე ადგილამდე აღზევდა.
ბოლოსწინა, მერვე ტურში, არაბიძე შავი ფიგურებით სწორედ პაპს ეთამაშება, კაშლინსკაიას მეტოქე კი ყაზახი დინარა სადუაკასოვა (2193, 5.5 ქულა) იქნება.
14-წლამდელთა ტურნირში ნინო ხომერიკმა (1930) მაკაოს წარმომადგენელი ქსიაოიუ ქსუ (1744) დაამარცხა და 4.0 ქულით 29-ე საფეხურზე გადაინაცვლა, მისი მომდევნო მეტოქე კი პერუელი პაულა პარედესი (1873) იქნება. 14-წლამდელთა შეჯიბრს 7.0 ქულით რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2313) ლიდერობს.
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ცხრა ტურად მიმდინარეობს და 26 ნოემბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122563