ფეხბურთი

10:56 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“აქტობემ” დროებითი თავკაცი დანიშნა და გაზაევის მოლოდინშია

ყაზახურ “აქტობეს”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქეა, დროებით 43 წლის ალეკსეი კოსოლაპოვი უთავკაცებს.

ის გუნდის უწინდელი დამრიგებელის – ვლადიმირ ნიკიტენკოს თანაშემწე გახლდათ, რომელმაც თანამდებობა ყაზახეთის ჩემპიონატში “ქაირათთან” გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ დატოვა.

არსებული ინფორმაციით, აქტობელები მოლაპარაკებას ვალერი გაზაევის ვაჟ ვლადიმირ გაზაევთან აწარმოებენ, რომელსაც მწვრთნელად მხოლოდ ვლადიკავკაზის “ალანიაში” უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ “დინამოს” და “აქტობეს” დაპირისპირების პირველი მატჩი თბილისში, “დინამო არენაზე” 16 ივლისს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრას კი აქტობეს “ცენტრალური სტადიონი” 23 ივლისს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118367