ფეხბურთი

12:30 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

აოგო: “ნაკრებში თამაშზე ბევრს ვფიქრობ”

“ჰამბურგის” მცველი დენის აოგო, რომელიც “შალკეშია” განათხოვრებული, იმედს არ კარგავს, რომ გერმანიის ნაკრების მაისურის მორგებას ისევ შეძლებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ეროვნულ გუნდში თამაშზე ბევრს ვფიქრობ. ძალიან მინდა, რომ მიწვევა ისევ მივიღო. ვიცი შანსი არც თუ დიდია, მაგრამ ცდას არ დავაკლებ. ამ ეტაპზე კი ჩემი მთავარი საფიქრალი “შალკეა” თუ შევძლებ და საკლუბო დონეზე მაქსიმალურად კარგად ვითამაშებ, ეს სანაკრებო გზასაც გამოაჩენს” – განაცხადა აოგომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10443