ფეხბურთი

19:45 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: “კაპელო მაღიზიანებს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ფაბიო კაპელოს მხრიდან სერია A-ს და პირადად მისი გუნდის მიმართ გამოთქმული კრიტიკისადმი მძაფრი რეაქცია ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მომუშავე კაპელომ კონტეს მუშაობის ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა და სერია A-ს არაკონკურენტუნარიანი უწოდა.

ანტონიო კონტე: “იქნებ შემდეგი სეზონისთვის ინგლისის პრემიერლიგაში შეგვეტანა განაცხადი?! მაღიზიანებს ის, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს. ეს ადამიანი პატივს არ სცემს ბოლო ორ წელიწადში ნაჩვენებ ჩვენს მიღწევებს. კაპელოს მიერ მოპოვებული ორი ჩემპიონის ტიტული გუნდს ჩამოართვეს და ამასთან, რაღაც არ მახსენდება მისი “იუვენტუსის” თამაშის სტილი. მახსოვს მარჩელო ლიპის და ჯოვანი ტრაპატონის გუნდები, მაშინ, როდესაც კაპელოს პერიოდს მხოლოდ განულებული შედეგებით იხსენებს.

ვფიქრობ, განსხვავებით პირველი სეზონისა, ახლა “იუვენტუსს” ყველა სათამაშო რგოლში საკმარისად ყავს შემსრულებლები. სხვათა შორის, ჩვენ პირველები და ერთადერთები ვართ, რომლებმაც თავის დროზე მოახერხეს ზლატან იბრაჰიმოვიჩის “მილანის” დამარცხება. უმაღლეს დონეზე მესამე სეზონს ვატარებთ და ვფიქრობ, გავიზარდეთ ტაქტიკურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114256