ფეხბურთი

13:46 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანელკა ინდურ ვარიანტებს განიხილავს

ფრანგმა ფორვარდმა ნიკოლა ანელკამ შეიძლება კარიერა ინდოეთში გააგრძელოს. ინტერნეტ-პორტალ Goal-ის ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრის გადაბირებით ორი კლუბი იყო დაინტერესებული: “მუმბაი” და “პუნა სიტი” და ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის აგენტი უკვე ესაუბრა.

ნიკოლა ანელკამ ბოლოს “ვესტ ბრომვიჩში” ითამაშა და კლუბი სკანდალით დატოვა. იქამდე კი “პარი სენ-ჟერმენის”, “რეალის”, “იუვენტუსის”, “ლივერპულის”, “არსენალის”, “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა.

 

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067013