ფეხბურთი

12:31 | 10.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის შემცვლელად ბლანი ახსენეს

 

“ბორდოსა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენი” ჩაიბაროს. ფრანგული პრესის ცნობით, 47 წლის სპეციალისტი პარიზის კლუბთან კონტრაქტს იმ შემთხვევაში გააფორმებს, თუკი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მუშაობის სხვა კლუბში გაგრძელებას გადაწყვეტს.

ადგილობრივმა გამოცემებმა აქამდეც არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “პარი სენ-ჟერმენის” გულშემატკივრების უმრავლესობას მწვრთნელად ფრანგი სპეციალისტის დანიშვნა სურს. ბლანის კანდიდატურის გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზიც შესაძლოა სწორედ ქომაგების აზრის გათვალისწინება იყოს.

 


 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111794