ფეხბურთი

17:40 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ"

მადრიდის "რეალის" მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხადებით, კლუბი თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და წარმატებული სეზონი ექნება.

"ვილიარეალთან" ნაჩვენები შედეგი არადამაკმაყოფილებელია. კვირას "ხეტაფესთან" თამაშის ხარისხი კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ" _ განაცხადა პრესკონფერენციაზე ანჩელოტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა კრიშტიანუ რონალდუს პროფესიონალიზმსაც გაუსვა ხაზი.

"რონალდუ ფანტასტიკური ფეხბურთელია. კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ "გალათასარაისთან" ჰეთ თრიკი შეასრულა. ვარჯიშებზე ყოველთვის მოტივირებულია. აკეთებს ყველაფერს, რათა მომდევნო მატჩებს უკეთ მომზადებული შეხვდეს".

კვირას მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ხეტაფეს" დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111528