ფეხბურთი

12:17 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე და ლიპარტია ევროპის ლიგაზე ითამაშებენ

 

რუსეთის თასის მფლობელ "როსტოვს" უეფას ლიცენზია არ მისცეს და მის ნაცვლად, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე მოსკოვის "სპარტაკი" გავა, რომელმაც ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა. ჯანო ანანიძე გასულ სეზონში "როსტოვში" გახლდათ განათხოვრებით და "სპარტაკს" დაუბრუნდა: თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჯანო სეზონს "სპარტაკში" გაატარებს.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა უკრაინაში, სადაც მეექვსეადგილოსან დონეცკის "მეტალურგს" არ მიეცა ლიცენზია და მის ნაცვლად, მეშვიდეზე გასული ლუგანსკის "ზორია" ითამაშებს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე. "ზორიაში", როგორც იცით, ჯაბა ლიპარტია თამაშობს. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105461