ფეხბურთი

11:15 | 23.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილმა, “ლოკომოტივი” საკომპენსაციო თანხამ შეაშფოთაო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, ალექსანდრე ამისულაშვილი ფიქრობს, რომ მოსკოვის “ლოკომოტივში” მისი გადასვლა, შესაძლოა, “კაისერისპორთან” დადებულ კონტრაქტში დაფიქსირებული საკომპენსაციო თანხის გამო არ მოხდა.
“დასამალი არაა, რომ იური კრასნოჟანთან ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ დეკემბერში მქონდა. თუმცა, “კაისერისპორთან” ჩემს მიერ გაფორმებულ კონტრაქტში, წასვლის შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა იყო დაფიქსირებული და შესაძლოა, “ლოკომოტივი” ამან შეაშფოთა. “კრასნოდარმა” კი, სერიოზული ინტერესი გამოავლინა. ამ კლუბის ამბიცია ჩემთვის მისაღებია. ქალაქიც მომწონს. ვფიქრობ, ჩემი ოჯახი იქ კომფორტულად იქნება” – იუწყება ამისულაშვილის სიტყვებს რუსული ინტერნეტ-გამოცემა championat.ru.
გავრცელებული ინფორმაციით, “კრასნოდარმა” თურქულ კლუბს ამისულაშვილის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაუხადა. ქართველი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს “კაისერისპორში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 
 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09051