ფეხბურთი

12:09 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელმა სენატორებმა ფიფას რუსეთისთვის წევრობის შეჩერების თხოვნით მიმართეს

ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორებმა მარკ კერკმა და დენ კოუტსმა დღეს დილით განაცხადეს, რომ ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, რომლის თანახმადაც, მას რუსეთისთვის ამ ორგანიზაციის წევრობის შეჩერების წინადადებით მიმართეს (რაც რუსეთის ნაკრებს ავტომატურად გამორიცხავს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან) და ამავდროულად, უკრაინის ნაწილის სამხედრო ოკუპაციასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევაც მოითხოვეს.

“სუვერენული უკრაინის ნაწილის რუსეთის ჯარის მიერ ოკუპაციის გამო, გთხოვთ, რომ სასწრაფო წესით მოიწვიოთ ფიფას სხდომა და განიხილოთ რუსეთისთვის ამ ორგანიზაციის წევრობის შეჩერების საკითხი. გარდა ამისა, გადახედოთ რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხს და ამ ქვეყნის ნაკრებს აუკრძალოთ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწლეობა.

ფიფას კოდექსის თანახმად, “ნებისმიერი დისკრიმინაცია ქვეყნის, ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ აკრძალულია და ისჯება წევრობის შეჩერებით, ან ორგანიზაციიდან სრული გარიცხვით”. ვიცით, რომ მსგავსი დანაშაულის გამო, 1992 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების წინ, იუგოსლავია უკვე დაისაჯა. რადგან რუსეთი არაცივილიზირებული მეთოდებით არღვევს ფიფას ფუნდამენტურ პრინციპებს და საერთაშორისო ნორმებს, ვიმედოვნებთ, რომ დაგვეთანხმებით – ის არ იმსახურებს არც მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას და არც მის საკუთარ ტერიტორიაზე ჩატარებას” – წერია სენატორების მიერ გაგზავნილ წერილში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114367