ჩოგბურთი

17:45 | 28.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელები ბოგომოლოვში გამოსასყიდს ითხოვენ

მოსკოვში დაბადებულმა, ამჟამად ფლორიდაში მცხოვრებმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ალექს ბოგომოლოვმა ორიდე თვის წინ განაცხადა, რომ სადევისთასო მატჩებში რუსეთის ღირსების დაცვის სურვილი აქვს. საამისოდ მან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა დათმო და ისტორიული სამშობლოს, რუსეთის პასპორტი აიღო. ასე და ამგვარად, ბოგომოლოვი რუსეთის ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა და 2012 წლის თებერვალში დევისის თასის მერვედფინალში ავსტრიელთა წინააღმდეგ ითამაშებს. ამასობაში, ამერიკის შეერთებული შტატების საჩოგბურთო ასოციაციამ (USTA) რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციას ალექს ბოგომოლოვის გამოსასყიდის სახით 75 ათასი დოლარი მოითხოვა. რუსთა ფედერაციაში ამერიკელთა მოთხოვნას გაგებით შეხვდნენ და აცხადებენ, თანხას უახლოეს ხანში გადავრიცხავთო.
ისე კი, ბოგომოლოვის გადაწყვეტილება უცნაურად კი გვეჩვენება. წარმატებული ამერიკელი ჩოგბურთელი რუსეთის ნაკრებში გადასვლას არ უნდა ლამობდეს. რუს ჩოგბურთელებს ხომ თავად უჭირავთ თვალი უცხოეთში გაქცევაზე. ამის ბოლო მაგალითი კსენია პერვაკია, რომელმაც ყაზახთა ნაკრებში თამაში ამჯობინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092219