თამაშგარე

11:08 | 11.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ამაურიმ ცოლს სცემა

ფეხბურთელების ერთ ნაწილს, (თუკი ეს ფეხბურთელები ზედმეტად ემოციურები არიან) როდესაც საფეხბურთო კარიერაში ცუდი პერიოდი უდგათ, ანდა არ უმართლებთ, სამსახურებრივი პრობლემები ოჯახში გადააქვთ და ამის შემდეგ იწყება ერთი ალიაქოთი და ”გამიშვი-დამიჭირე”.
ასეთი ყაიდის ადამიანებს მიეკუთვნება ბრაზილიური წარმოშობის იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელი, კარვალიო ამაური, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფლორენციის ”ფიორენტინაში” გადაბარგდა, მაგრამ წინა კლუბების მსგავსად, ვერც ”იებში” აეწყო მისი საქმეები განსაკუთრებით კარგად.
ძნელი სათქმელია, სპორტული წარმუმატებლობა იყო თუ არა მიზეზი, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახური შელაპარაკების შემდეგ, ამურიმ თავის მეუღლეს, სანტია როდრიგეს-ამაურის სცემა და თან ისე გამეტებით, რომ შეურაცხყოფილმა ქალმა ეს ვერ აიტანა და სახლიდან გაიქცა. თუკი იტალიელმა სამართალდამცველებმა კარვალიოს ცოლის ცემის ფაქტი დაუმტკიცეს, ამაურიმ პრობლემები მერე უნდა ნახოს...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095598