სხვა

15:22 | 6.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალექსიძემ ევროპირველობა ნაადრევად დაასრულა

ისრაელის ქალაქ ეილათში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 20 წლამდე ძალოსანთა შორის, დღეს ფიცარნაგზე ვილიამინ ალექსიძე (94 კგ) გავიდა, მაგრამ შეჯიბრება წარუმატებლად დაასრულა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივნის, რამაზ გურგენიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველ მოძრაობაში - ატაცში ქართველმა ძალოსანმა 147 კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა. აკვრაში კი მონაწილეობა აღარ მიუღია. სავარაუდოდ ტრავმის გამო. დღესვე საქმეში ზურაბ თავაძეც (85 კგ) უნდა ჩაერთოს.
შეგახსენებთ, ეილათურ ევროპირველობაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხუთკაციანი შემადგენლობით ჩავიდა და ამჟამად გუნდის ანგარიშზე შოთა მიშველიძის (62 კგ) ვერცხლისა და გიორგი ლომთაძის (69 კგ) ბრინჯაოა. მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე კი შტანგას 8 დეკემბერს ასწევს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0899