ჭადრაკი

21:04 | 13.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრიას ტურნირს ტრიო ლიდერობს

ნანა ალექსანდრიას მშობლიურ ქალაქ ფოთში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე, უფროსებს შორის მე-3 ტურის პარტიები გათამაშდა. შეგახსენებთ, რომ ტურნირში საქართველოს, ერაყის, აზერბაიჯანისა და სომხეთის 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
ასპარეზობას ლევან ფანცულაიას, კონსტანტინე შანავასა და შოთა აზალაძის ტრიო ლიდერობს, მათ, შესაბამისად, ჰუსეინ ალ-ალი (ერაყი), ზურაბ ჯავახაძე და დავით ლორთქიფანიძე დაამარცხეს.
IV-VIII ადგილებს ინაწილებენ გაიოზ ნიგალიძე, დავით ზარქუა, დავით ლომსაძე, ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი) და ტიგრან კოტანჯიანი (სომხეთი), რომლებმაც 2,5-2,5 ქულა დააგროვეს.
მე-4 ტურში დიდ ინეტერესს იწვევს პარტია, სადაც ერთმანეთს მარადოვი და კოტანჯიანი ხვდებიან.
მე-3 ტურის ტექნიკური შედეგები ლიდერთა მონაწილეობით:
ჰუსეინ ალ-ალი - ლევან ფანცულაია 0:1; კონსტანტინე შანავა - ზურაბ ჯავახაძე 1:0; დავით ზარქუა - გაიოზ ნიგალიძე 0,5:0,5; დავით ლორთქიფანიძე - შოთა აზალაძე 0:1; ტიგრან კოტანჯიანი - ლიასან ალი 1:0; ზაურ მამადოვი - მადონა ბოკუჩავა 1:0; დავით ლომსაძე - გიორგი ნიკოლაშვილი 1:0.
მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით: ლევან ფანცულაია (3) - კონსტანტინე შანავა (3), შოთა აზალაძე (3) – გაიოზ ნიგალიძე (2,5), ზაურ მამადოვი (2,5) - ტიგრან კოტანჯიანი (2,5), დავით ლომსაძე (2,5) - დავით ზარქუა (2,5)
როლანდ ლაბუჩიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091582