საიუბილეო კლასიკოს წინ, რომელშიც ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ მასპინძლობს, დინამოელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გუნდის კაპიტნის - ალექსანდრე კოშკაძის კომენტარი დაიდო, სადაც დედაქალაქური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩემპინობისთვის ბრძოლა ჯერ არ შეუწყვეტიათ.
ალექსანდრე კოშკაძე: „გუნდში ყველას გააზრებული აქვს ამ მატჩის მნიშვნელობა. არ აქვს აზრი, ამ შემთხვევაში, რომელი გუნდი რომელ ადგილზე იმყოფება, რადგან ჩვენი შეხვედრები ყოველთვის დაძაბულად და უკომპრომისოდ მიმდინარეობს. ჩვენი მეტოქის სუსტი მხარე ხშირად არ ჩანს. რადგან ყველა გუნდი „დინამოს“ წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოტივირებული თამაშობს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ მატჩში - დარწმუნებული ვარ.
საჩემპიონო ბრძოლას არ ჩამოვცილებულვართ. ყველა თამაში ფინალივითაა და ბოლომდე ვიბრძოლებთ. შეუძლებელი კი არაფერია“.
fcdinamo.ge









