ფეხბურთი

12:54 | 14.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალექს გარსიამ შანსები თანაბრად შეაფასა

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტუმრად უელსის “ლანელთან” ჩასატარებელი მატჩის წინ, თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია შანსებს 50/50-ზე აფასებს.ამის შესახებ მან მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მხოლოდ ქართველი ჟურნალისტები დაესწრნენ – ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან დიმიტრი ობოლაძე, ხოლო GMG-დან – ბიძინა ბარათაშვილი და ლევან სალუქვაძე. 

როგორც “დინამოს” პრეს-ატაშე გიგა გვენცაძემ “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, უელსური მასმედიის წარმომადგენლები პრესკონფერენციას არ დასწრებიან და არც ქალაქში იგრძნობა დიდი აჟიოტაჟი მომავალი მატჩისადმი. თუმცა, ეს უფრო უელსელების პრობლემაა და “დინამოს” თავისი კონკრეტული მიზანი აქვს – მეორე ეტაპის დაძლევა.
თბილისელებმა წესისამებრ გუშინ “პარკ უაი სკარლეტსზე” მიაშურეს და წვრთნაში მონაწილეობა 21-ივე ფეხბურთელმა მიიღო:
მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე. 
მცველები: დავით ოდიკაძე, ირჟი ჰომოლა, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან ხმალაძე.
ნახევარმცველები: გიორგი თექთურმანიძე, ალექსანდრე კოშკაძე, ჯამბულ ჯიღაური, რობერტინიო, ირაკლი ლექვთაძე, ნიკა ფირცხალავა, ნიკა კვეკვესკირი, ჩისკო, კოტო. 
თავდამსხმელები: ვახტანგ ფანცხავა, ლადო ახალაია, გიორგი კახელიშვილი, იაგუე. 
ხსენებულ არენაზე დღევანდელი მატჩში 21:50 საათზე დაიწყება და მთავარი მსაჯი ფინელი მატიას გესტრანიუსი იქნება. ბილეთები 5 და 10 გირვანქა ღირს. 
აქვე გეტყვით, რომ “ლანელის” თბილისელთა წინააღმდეგ ერთბაშად 6 ფეხბურთელი დააკლდება. კრეიგ მოიზესი, მარტინ ჯაილსი, კრის ჰოლოუეი, კრის ვენეიბლზი და რის გრიფითსი პირველ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ. მათ გარდა, ტრავმის მიზეზით ვერ ითამაშებს კრის ლეველინი. ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი დანაკლისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გრიფითსია, რომელსაც “ლანელიში” ჩატარებულ 144 მატჩში 150 გოლი გაუტანია.
 
ლაშა თაბაგარი
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095279