ფეხბურთი

11:36 | 12.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონი: სუარესი “ლივერპულის” სირცხვილია

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის გუშინ გამართული მატჩის შემდეგ,  მანჩესტერელთა დამრიგებელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, პატრის ევრასა და ლუის სუარესს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა.
“პატრის ევრასთვის ხელის არჩამორთმევის შემდეგ, სუარესს მხოლოდ უღირსი ადამიანი შეიძლება ეწოდოს. იგი არ იმსახურებს ისეთ გუნდში თამაშს, როგორიც “ლივერპულია”.  რაც შეეხება ევრას. მატჩის შემდეგ მან სუარესის წინ რამდენჯერმე წაიცეკვა. ვფიქრობ, რომ მას ეს ხტუნვა არ უნდა დაეწყო. უბრალოდ, არ უნდა გაეკეთებინა ეს და მორჩა”.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის წინ, ტრადიციულ მისალმებაზე, ლუის სუარესმა პატრის ევრას ხელი არ ჩამოართვა, ხოლო რიო ფერდინანდმა კი სუარესის გამოწვდილი ხელი დატოვა უყურადღებოდ.
შეხვედრა მანჩესტერელთა გამარჯვებით, 2:1 დამთავრდა.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173436