კალათბურთი

11:19 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალენმა ახალგაზრდობა გაიხსენა

ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-3 მატჩში “მაიამი ჰითმა” “ინდიანა პეისერზი” 99:87 დაამარცხა და 2:1 დაწინაურდა. შეხვედრის ბედი ვეტერანი რეი ალენის გარჯამ განაპირობა, რომელმაც დასკვნით მეოთხედში 4 სამქულიანი ჩააგდო.

ამ უკანასკნელმა ჯამში 16 ქულა მიითვალა, ფლორიდელთა ლიდერებმა ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა კი, შესაბამისად, 25 და 23 ქულა ჩააგდეს და პირველი მეოთხედის თავზე არსებული ჩამორჩენა აღმოფხვრეს.

საწყისი თორმეტწუთეულის თავზე მასპინძლები 7 ქულით აგებდნენ, მაგრამ თამაში “შემოატრიალეს”. მატჩის შემდეგ, მაიამელთა თავკაცმა ერიკ სპოელსტრამ ყურადღება სწორედ ამაზე გაამახვილა.

“პირველ მეოთხედში ძალიან უსუსურად გამოვიყურებოდით. პატივი ინდიანელებსაც უნდა მივაგოთ, რომელთაც საკუთარი თამაში თავს მოგვახვიეს. მოხარული ვარ, რომ შემდგომში თავდაჯერებულობა გამოვავლინეთ”.

კომენტარი გააკეთა ინდიანელთა დამრიგებელმა ფრენკ ვოგელმაც. “ძალიან ყოჩაღად დავიწყეთ, თუმცა, შემდეგ ფოლებით დავიტვირთეთ და უპირატესობა “ჰითის” მხარეს გადავიდა. უდავოა, შეცდომებიც ბევრი გვქონდა და მასპინძლებს შანსის გამოყენება არ გასჭირვებიათ”.

 

მაიამი – ინდიანა 99:87 (14:21, 24:21, 33:22, 28:23)

მაიამი: ჯეიმსი (26 ქ. 7 პ.), უეიდი (23 ქ.), ბოში (9 ქ.), ჩალმერსი (6 ქ.), ჰასლემი (4 ქ.); ალენი (16 ქ.), კოული (9 ქ.), ბატიე (3 ქ.), ანდერსენი (3 ქ. 7 მ.), ლუისი.

ინდიანა: ჯორჯი (17 ქ.), ჰიბერტი (16 ქ.), უესტი (13 ქ.), სტივენსონი (10 ქ. 11 მ.), ჰილი (8 ქ.); სკოლა (8 ქ.), უოტსონი (6 ქ.), ბატლერი (6 ქ.), მაინმი (3 ქ.), ტერნერი.

მაიამი იგებს სერიას 2:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10867