ფეხბურთი

12:33 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი საბერძნეთს უახლოვდება

“მილანის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეიძლება საბერძნეთის ნაკრები ჩაიბაროს. იტალიური პრესის ცნობით, ეს ტრანსფერი სავარაუდოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ განხორციელდება. ბრაზილიაში კი ბერძნებს ფერნანდუ სანტუში ჩაიყვანს, რომელიც ნაკრებს 2010 წლიდან უდგას სათავეში. შეგახსენებთ, საბერძნეთის ნაკრები მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიას, კოტ დივუარს და იაპონიას შეხვდება.

მასიმილიანო ალეგრიმ სამწვრთნელო კარიერა 2004 წელს დაიწყო, იტალიის სერია C-ს კლუბ “ალიანეზეში”. შემდეგ სერია C-სა და სერია B-ს კლუბებში: “სპალში”, “გროსეტოსა” და “სასუოლოშიც” იმუშავა. 2008 წელს უმაღლესი ლიგის ბინადარ “კალიარისთან” გააფორმა კონტრაქტი. 2010 წელს კი “მილანი” ჩააბარეს, რომელთან ერთადაც სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061049