თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიაში აქტიურად მიმდინარეობს ოქტომბრის მეორე ნახევარში ბათუმში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის ნორჩი მოჭადრაკეების მზადების პროცესი.
აკადემიის სპორტული დაოსტატების პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო დიდოსტატმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ვალერი გაფრინდაშვილმა ლექცია ჩაუტარა საქართველოს და თბილისის ჩემპიონატის პრიზიორებს.







